Tuesday, November 19, 2013

სასწავლო პროექტი

1) პროექტის სახელწოდება:   რიცხვების სტანდარტული სახით ჩაწერა.

2) პროექტის თემა: ფიზიკის, ქიმიის, ისტორიის,გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში სტანდარტული და არა სტანდარტული რიცხვების მოპოვება.

3) პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ღებულობს თეორიულ ცოდნას, პრობლემას გადაწყვეტს პრაქტიკული გზით.

4) პროექტის მიზანი: რიცხვების შესადარებლად, მათზე მოქმედებების ჩასატარებლად ხშირად მოსახერხებელია ამ რიცხვების სტანდარტული სახით ჩაწერა-შემდეგ შედარება, მოქმედებების შესრულება.

5) პროექტში მონაწილეთა ასაკი: 13 წელი.

6 ) პროექტის ხანგრძლივობა: 3 დღე.

7) მოსალოდნელი   შედეგები:  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მასალების მოპოვების, შეგროვების უნარი.

8) პროექტისთვის საჭირო რესურსები: თაბახის ფურცლები, საწერი კალამი, ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის, ისტორიის  სახელმძღვანელოები.

9) პროექტის მსვლელობა: 
  • მოსწავლეებმა ამოწერონ აღნიშნული სახელმძღვანელოებიდან ის რიცხვები, რომლებიც სტანდარტული ფორმითაა ჩაწერილი. 
  • შეარჩიონ ის სიდიდეებიც, რომლებიც არ არის სტანდარტული სახით წარმოდგენილი, მაგრამ მიზანშეწონილად მიიჩნევენ მათ წარმოდგენას სტანდარტული სახით. 
  • ახსნან სტანდარტული სახით წარმოდგენის უპირატესობები.


აქტივობა 1-მოსწავლეებს დავყოფთ ორ ჯგუფად.

აქტივობა2-პროექტის გეგმის შემუშავება, ჯგუფებისთვის ფუნქციების განაწილება.

პირველი ჯგუფი მოიპოვებს მონაცემებს ფიზიკის და ქიმიის სახელმძღვანელოებიდან.
მეორე ჯგუფი მონაცემებს მოიძიებს ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებიდან.

შეფასების კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფური მუშაობა
უჭირს ჯგუფში მუშაობა. ვერ ერთვება მასში.
მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, ვერ თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.
ჩართულია ჯგუფის მუშაობაში, თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.
პრეზენტაცია
არა აქვს პრეზენტაციის უნარი.
უჭირს პრეზენტაცია.
კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი.


10) ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათემატიკა
მათ. VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს (მაგალითად, სტანდარტული ფორმა) გამოთვლების შესრულების და/ან გამოთვლების შედეგის შეფასებისას;
  • ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს რა უფრო მიზანშეწონილია - მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა;

11) პროექტის ხელმძღვანელი  მასწავლებელი: დარეჯან მერებაშვილი

12) ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: darejanmerebashvili@gmail.com